თეა გეგენავა

თეა გეგენავა
ასოცირებული პროფესორი შინაგანი მედიცინის მიმართულებით
მედიცინა

თეა გეგენავას მიენიჭა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ (2008 წელს). იგი ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატებს კარდიოლოგიასა და კლინიკურ ექოკარდიოგრაფიაში. ამჟამად არის „ჯანმრთელობის ცენტრის“ ექიმი-კარდიოლოგი. 2012-2013 წლებში იგი ხელმძღვანებლობდა პროფესიული რეაბილიტაციის პროგრამა-ტრენინგს „ელექტროკარდიოგრაფია შინაგან სნეულებათა კლინიკაში“, ასევე - სახელმწიფო სარეზიდენტო პროგრამას „შინაგანი მედიცინა“ - გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. 2005 წელს იყო ქართულ-ამერიკული სამეცნიერო კვლევითი პროგრამა „SENCER“-ის კოორდინატორი. ის არის სხვადასხვა საერთაშორისო სემინარისა და კონფერენციის მონაწილე, ასევე რამდენიმე სამეცნიერო საზოგადოების წევრი, მათ შორის: ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების წევრი, ევროპის კარდიოვასკულური პრევენციისა და რეაბილიტაციის საზოგადოების წევრი, ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების მწვავე კარდიული მდგომარეობის მართვის სამუშაო ჯგუფის წევრი, ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების ელექტრო-კარდიოლოგიის სამუშაო ჯგუფის წევრი. ავტორია ოცდაათამდე სამეცნიერო პუბლიკაციის.