თამარ გოდერიძე

თამარ გოდერიძე
ასოცირებული პროფესორი საოჯახო მედიცინის მიმართულებით
მედიცინა

თამარ გოდერიძე არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი; აქვს სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიაში ოჯახის ექიმად მუშაობის გამოცდილება; ოჯახის უფროს ექიმად მუშაობდა შემდეგ კომპანიებში: სს „სახალხო დაზღვევა“ (2007–2009წწ.), სადაზღვევო კომპანია „IC ჯგუფი“ (2009–2010წწ.), შპს „Maneged Care Network - MCN“ (2010-2011წწ.), „პარტნიორი“ (2011–2012წწ.), კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსი“. 2012 წლიდან არის საოჯახო მედიცინის ცენტრ „მედიჰელფის“ ენდოკრინოლოგი, ასევე ოჯახის ექიმი ქართულ–ამერიკულ კლინიკაში „მედიქალ ჰაუსი“; 2012 წლიდან „მედიჰელფის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორია, რომელიც საოჯახო მედიცინის მომავალი სპეციალისტებითვისაა განკუთვნილი. ავტორია რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაციისა ფარისებრი ჯირკვლების დაავადებებისა და მეტაბოლური სინდრომის შესახებ.