თამარ ბიკაშვილი

თამარ ბიკაშვილი
ასოცირებული პროფესორი ნეიროტოქსიკოლოგიის მიმართულებით
მედიცინა

თამარ ბიკაშვილს მოპოვებული აქვს ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში (2003). თამარ ბიკაშვილი იყო ამავე ინსტიტუტის მკვლევარ-ასისტენტი მიკრობიოლოგიის განყოფილებაში 1988-1989 წლებში, უმცროსი თანამშრომელი 1994-2002 წლებში, ფუნქციური ნეიროანატომიის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი 2003-2006 წლებში, ხოლო 2006 წლიდან დღემდე არის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. თამარ ბიკაშვილი რამდენიმე ათეული სტატიის ავტორი და თანაავტორია, ასევე არაერთი სამეცნიერო საგრანტო პროექტისა და სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე.