თამარ ბადრიძე

თამარ ბადრიძე
ასისტენტი რეპროდუქტოლოგიისა და გინეკოლოგიის მიმართულებით
მედიცინა

თამარ ბადრიძეს მინიჭებული აქვს დიპლომირებული მედიკოსის კვალიფიკაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ. ის აგრეთვე ფლობს ამერიკის ექიმთა სალიცენზიო გამოცდის პირველი და მეორე საფეხურის (USMLE) სერტიფიკატებს. 2017 წლიდან დღემდე არის სუროგაცია-დონაციის ცენტრ „ბონადეას“ დამფუძნებელი და დირექტორი. სხვადასხვა დროს იყო ივ. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის ინსტიტუტის უმცროსი ექიმი და მენეჯერი, სამედიცინო ცენტრ „ლანცეტის“ უმცროსი ექიმი. მას გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში.