სოფიო ტატიშვილი

სოფიო ტატიშვილი
ასისტენტ-პროფესორი შინაგანი მედიცინის მიმართულებით
მედიცინა

1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. 2001-2014  წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტურაში, კარდიოლოგიის სპეციალობაზე. 2004 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის N1 დეპარტამენტში მოწვეულ პედაგოგად. 2010 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი და შინაგან მედიცინაში რეზიდენტურის პროგრამის ავტორთა ჯგუფის წევრი. იგი მუშაობს თბილისის სამედიცინო ცენტრ „იუნონაში“ კარდიოლოგად, სადაც ასევე არის ხარისხის კონტროლის ჯგუფის უფროსი.