სოფიო ბოჯგუა

სოფიო ბოჯგუა
ასისტენტი მეანობა-გინეკოლოგიის მიმართულებით
მედიცინა

სოფიო ბოჯგუამ 2008 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და მიენიჭა დიპლომირებული მედიკოსის კვალიფიკაცია. 2008-2010 წლებში მან გაიარა რეზიდენტურა უკრაინის მედიცინის აკადემიაში გინეკოლოგიის მიმართულებით. 2015 წლიდან იგი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის დოქტორანტია. 2011 წელს სოფიო ბოჯგუა კოორდინატორად მუშაობდა კიბოს სკრინინგის ნაციონალურ ცენტრში. 2013 წლიდან დღემდე არის დავით გაგუას კლინიკის მეან-გინეკოლოგი, 2014 წლიდან ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის მეან-გინეკოლოგი. 2016 წელს მონაწილეობდა Kelly-Landes Foundation-ის პროექტში - „მოლეკულურ პათოლოგიაზე დაფუძნებული საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი საქართველოში.“ იგი ოთხი სამეცნიერო პუბლიკაციის თანაავტორია.