შორენა ჭუმბურიძე

შორენა ჭუმბურიძე
პროფესორი შინაგანი მედიცინის მიმართულებით
მედიცინა

შორენა ჭუმბურიძე არის მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (2003 წელი). ამჟამად იგი არის ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის შინაგანი მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელი. 2010 წლიდან იგი არის ამერიკის კარდიოლოგიის საერთაშორისო აკადემიის სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს წევრი, ხოლო 2008 წლიდან ამერიკის თერაპევტთა კოლეჯის სპეციალური წარმომადგენელი. 1996 წლიდან დღემდე შორენა ჭუმბურიძე საქართველოს ინტერნისტთა საზოგადოების გენერალური მდივანია. 2011-2013 წლებში იგი იყო თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი კლინიკის ინტენსიური კარდიო-თერაპიული სამსახურის ხელმძღვანელი. 2003-2011 წლებში იგი იყო რეზიდენტურის პროგრამის ხელმძღვანელი თერაპიის ეროვნულ ცენტრში. 2005-2010 წლებში ის იყო წამყვანი კარდიოლოგი და მეცნიერ-თანამშრომელი თერაპიის ეროვნული ცენტრის გულის იშემიური დაავადებისა და კარდიომიოპათიების განყოფილებაში. იგი არის არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო გრანტის მონაწილე და ხელმძღვანელი.