სალომე ჭურაძე

სალომე ჭურაძე
ასისტენტი საჯარო სამართლის მიმართულებით
სამართლის სკოლა

სალომე ჭურაძემ 2004 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 2010 წელს მიიღო ევროპული სამართლის მაგისტრის ხარისხი (LL.M.) ზაარლანდის უნივერსიტეტის ევროპის ინსტიტუტში (გერმანია). 2016 წელს სალომე ჭურაძემ მოიპოვა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი და სამეცნიერო კვლევითი მიმართლებით იმყოფებოდა ზაარლანდის უნივერსიტეტის ევროპის ინსტიტუტში (ზაარბრუკენი, გერმანია). სალომე ჭურაძე 2014 წლიდან არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის დოქტორანტი და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის იურიდიული დახმარების ცენტრის ადვოკატი. სხვადასხვა დროს ეწეოდა საადვოკატო პრაქტიკას საერთო სპეციალიზაციით. მას აქვს კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, კერძოდ, 2007-2016 წლებში იყო მსხვილი დეველოპერული და საკონსულტაციო კომპანიების მთავარი იურისტი. 2016 წლიდან დღემდე არის იურიდიული კომპანია „სამართლის ექსპერტთა ჯგუფის“ დირექტორი.