რუსუდან სუჯაშვილი

რუსუდან სუჯაშვილი
პროფესორი სამედიცინო ბიოფიზიკის მიმართულებით
მედიცინა

რუსუდან სუჯაშვილი არის ბიოლოგიის დოქტორი. 2016 წლიდან ის არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორი სამედიცინო ფიზიკისა და ბიოფიზიკის მიმართულებით. მას აქვს მრავალწლიანი პედაგოგიური და სამეცნიერო კვლევითი მუშაობის გამოცდილება. ამჟამად ის არის ივანე ბერტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ბიოფიზიკის დეპარტამენტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, უჯრედული ბიოფიზიკის ჯგუფის ხელმძღვანელი.  იგი არის რამდენიმე საერთაშორისო ჟურნალის სარედაქციო ბორდის წევრი. ასევე - ევროპის კლინიკური ჰემატოლოგიისა და მიკროცირკულაციის საზოგადოების და საქართველოს რეოლოგთა ასოცოაციის წევრი. მისი ნაშრომები წარდგენილი იყო არაერთ საერთაშორისო ფორუმზე გერმანიაში, შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. მისი ხელმძღვანელობით შესრულებულმა პროექტმა გაიმარჯვა 2016 წლის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში. პროექტი სრულდება ივ.ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და საუნივერსიტეტო კლინიკის თანამონაწილეობით. მას გამოქვეყნებული აქვს ორმოცდაათამდე ნაშრომი.

საკონტაქტო ინფორმაცია: rsujashvili@newvision.ge