რეგინა აკოფიანი

რეგინა აკოფიანი
ასოცირებული პროფესორი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით
პოლიტიკა და დიპლომატია

რეგინა აკოფიანს მიენიჭა პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი რატგერსის უნივერსიტეტის (ნიუ-ჯერსი, აშშ) მიერ 2008 წელს და პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრის აკადემიური ხარისხი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მიერ (ბუდაპეშტი, უნგრეთი) 1995 წელს. 2001-2012 წლებში ის კითხულობდა ლექციათა კურსს კანადისა და ამერიკის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათ შორის: კალგარის უნივერსიტეტში (2009, 2011 წწ), წმინდა ფრაცისკ ხავიერის უნივერსიტეტში (2007-2008 წწ), ნიუ-ჯერსის კოლეჯსა (2007 წ) და რატგერსის უნივერსიტეტში (2001-2006 წწ). 2006 წელს რეგინა აკოფიანი მუშაობდა პრესეპტორად პრინსტონის (პრინსტონი, აშშ) უნივერსიტეტში. იგი არის კანადის პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოციაციის, ეროვნებათა შესწავლის ასოციაციის (ნიუ-იორკი, აშშ), საქართველოს პოლიტიკური მეცნიერების ასოციაციის (თბილისი, საქართველო) და ამერიკელ მთარგმნელთა ასოციაციის წევრი. მას ათზე მეტი კვლევითი გრანტი და სტიპენდია აქვს მოპოვებული და მრავალი პუბლიკაციის ავტორია.