ოლეგ კვიციანი

ოლეგ კვიციანი
პროფესორი ქირურგიის მიმართულებით
მედიცინა

მინიჭებული აქვს მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ (2006 წ). 2005-2013 წწ. იყო ამტელ ჰოსპიტალის აბდომინური განყოფილების ქირურგი, ხოლო 2013 წლიდან მარტინ დ. აბელოფის სახელობის კიბოს კვლევითი ცენტრის ქირურგი ზოგადი, ონკოლოგიური, ლაპაროსკოპული და ენდოსკოპიური ქირურგიის მიმართულებით. გავლილი აქვს სასწავლო და სამეცნიერო სტაჟირებები იტალიასა და უკრაინაში ბარიატრული, კოლორექტალურ ლაპაროსკოპულ ქირურგიისა და სადიაგნოზო რეტროგრადულულ ქოლანგიო - პანკრეატოგრაფიის მიმართულებით. არის მრავალი სამედიცინო პუბლიკაციის ავტორი. ამჟამად ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ლაპაროსკოპული, მცირე ინვაზიური და ზოგადქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელია. 2015 წლიდან არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი.