ნოდარ მითაგვარია

ნოდარ მითაგვარია
პროფესორი გულ-სისხლძარღვთა ფიზიოლოგიის მიმართულებით
მედიცინა

ნოდარ მითაგვარიას ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მიენიჭა 1971 წელს, ხოლო ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის - 1984 წელს. 2013 წლიდან იგი არჩეულია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრად. 1967-1970 წლებში იყო ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, 1971 წლიდან - ამავე ინსტიტუტის თავის ტვინის ფუნქციათა მეტაბოლური უზრუნველყოფის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ხოლო 1991 წლიდან დღემდე არის თავის ტვინის სისხლის მიმოქცევისა და მეტაბოლიზმის განყოფილების ხელმძღვანელი, ასევე 1991 წლიდან Valley Cancer Institute-ის (ლოს-ანჯელესი, აშშ) უფროსი კონსულტანტი. იგი არის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისა და ასოციაციის წევრი, მათ შორის: ევროპის ნეირომეცნიერთა საზოგადოებათა ფედერაციის (FENS) მმართველი კომიტეტის წევრი (2010 წლიდან); თავის ტვინის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის (IBRO) მმართველი კომიტეტის წევრი (2010 წლიდან); კლინიკური ჰიპერთერმიის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტი (2010-2011). მოპოვებული აქვს არაერთი საერთაშორისო გრანტი და არის რამდენიმე ათეული სტატიის ავტორი და თანაავტორი.