ნინო ნებიერიძე

ნინო ნებიერიძე
პროფესორი ფიზიოლოგიის მიმართულებით
მედიცინა

ნინო ნებიერიძეს მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის აკადემიური ხარისხი ივ. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის მიერ 2002 წელს. მას გავლილი აქვს ნიუ იორკის სამედიცინო კოლეჯის უჯრედის ბიოლოგიისა და ანატომიის დეპარტამენტის პოსტდოქტორანტურა (აშშ), აგრეთვე ალბერტ აინშტაინის სახელობის სამედიცინო კოლეჯის ნევროლოგიის დეპარტამენტის პოსტდოქტორანტურა (აშშ). 2004-2005 წლებში იგი იყო ილინოისის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (აშშ), ხოლო 2002-2008 წლებში ივ. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. იგი მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციის მონაწილე და ოცამდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორია.