ნინო კილასონია

ნინო კილასონია
ასოცირებული პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით
სამართლის სკოლა

ნინო კილასონიას მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ (2016 წელს), ხოლო - შედარებითი კონსტიტუციური სამართლის მაგისტრის ხარისხი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მიერ (ბუდაპეშტი, უნგრეთი, 2013 წელს). 2014-2015 წლებში იგი იყო ვაშინგტონის სამართლის სკოლის მკვლევარი ადმინისტრაციულ სამართალში (ამერიკის უნივერსიტეტი, კარნეგის სტიპენდიის ფარგლებში). იგი ათამდე ქართული და ინგლისურენოვანი პუბლიკაციის ავტორია.