ნინო ქანთარია

ნინო ქანთარია
ასისტენტ-პროფესორი შინაგანი მედიცინის მიმართულებით
მედიცინა

ფლობს ექიმის დიპლომს; დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; 2006 წელს გაიარა სერტიფიცირება შინაგან მედიცინაში; უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის კათედრაზე და, იმავდროულად, მუშაობდა საუნივერსიტეტო კლინიკაში კლინიკურ ინტერნად; 2008-2009 წლებში გაიარა სტაჟირება ნეფროლოგიასა და ტრანსპლანტოლოგიაში გაისა და სენტ-ტომასის კლინიკაში (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი); სწავლა გააგრძელა ნეფროლოგიის მიმართულებით ბეილინსტონის კლინიკაში (თელ-ავივი,ისრაელი); 2009 წელს გახდა ევროპის ნეფროლოგიის ასოციაციის – ევროპის დიალიზისა და ტრანსპლანტაციის ასოციაციის წევრი (ERA-EDTA), რის შემდეგაც რეგულარულად მონაწილეობს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ უწყვეტი სამედიცინო განათლების კურსებში; დღეისათვის მუშაობს სამედიცინო ცენტრ „იუნონაში“ თერაპევტად და ასევე მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე – კვლევის სფერო: ჰიპერტონია და თირკმლის ფიზიოლოგია.