ნინო ბეგიაშვილი

ნინო ბეგიაშვილი
ასისტენტი კერძო სამართლის მიმართულებით
სამართლის სკოლა

ნინო ბეგიაშვილს მინიჭებული აქვს სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. ამჟამად, არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის დოქტორანტი და მოწვეული ლექტორი. მას აქვს მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით. ნინო ბეგიაშვილს მოპოვებული აქვს არაერთი სტიპენდია, მათ შორის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა (DAAD) და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ). იგი არის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული, რომლის ფარგლებშიც განახორციელა სადოქტორო კვლევა მაქს-პლანკის სახელობის უნივერსიტეტში. 2011 წლიდან არის გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) „სტუდენტური სამართლებრივი ჟურნალის“ რედაქტორი და არაერთი სტატიის ავტორი.