ნინო ბაგაშვილი

ნინო ბაგაშვილი
ასისტენტი კერძო სამართლის მიმართულებით
სამართლის სკოლა

ნინო ბაგაშვილს მინიჭებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრისა და ნიუ ვიჟენ  უნივერსიტეტის სამართალის მაგისტრის აკადემიური ხარისხები. იგი არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის დოქტორანტი კერძო სამართლის მიმართულებით. 2012-2013 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის ადვოკატისა და კონსულტანტის თანაშემწე - სტაჟიორი. 2015-2017 წლებში მუშაობდა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის იურიდიული სამსახურის დავების სამმართველოს წარმომადგენლად. 2017 წლიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი კონსულტანტი. ამჟამად, მას უკავია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების კანცელარიის უფროსის ფუნქციების შემსრულებლის თანამდებობა.