ნარგიზ ნაჭყებია

ნარგიზ ნაჭყებია
პროფესორი ძილ-ღვიძილის ნეიროფიზიოლოგიის მიმართულებით
მედიცინა

ნარგიზ ნაჭყებიას 2006 წელს მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ივ. ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის მიერ. 1986-2006 წლებში იგი იყო ამავე ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. 2008-2010 წლებში კი დირექტორი. 2015 წლიდან იგი არის სსიპ სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის ძილ-ღვიძილის ციკლის ნეირობიოლოგიის ლაბორატორიის გამგე. 2010 წელს იყო საერთაშორისო სემინარის -„ნეიროპლასტიკურობა: ჯანმრთელობისა და დაავადებების ნერვული სუბსტრატი” საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე. იგი არის თავის ტვინის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაცია IBRO-ს წევრი და ჟურნალ Neurobiology of Sleep-Wakefulness Cycle-ის სარედაქციო კოლეგიის წევრი. ის არის ოცდახუთზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი და მრავალი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე.