ნანა ამისულაშვილი

ნანა ამისულაშვილი
ასისტენტი გადახდისუუნარობის სამართლის მიმართულებით
სამართლის სკოლა

ნანა ამისულაშვილს 2004 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მიენიჭა სამართლის მაგისტრი ხარისხი. 2007 წლიდან იგი არის იურიდიული ფირმა VBAT-ის იურისტი, ხოლო 2012 წლიდან დღემდე - ასოცირებული პარტნიორი. 2011 წლიდან აქტიურად ჩართულია სხვადასხვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში როგორც კრედიტორის წარმომადგენელი, რეაბილიტაციისა და გაკოტრების მმართველი. 2015 წელს ხელმძღვანელობდა გადახდისუუნარობის რეფორმის ადვოკატირების კამპანიას, რომელიც ჩატარდა საქართველოს იურდიული ფირმების ასოციაციის სახელითა და USAID-ის პროექტის მმართველობა განვითარებისათვის (G4G) მხარდაჭერით. 2016-2018 წლებში ის იყო  გადახდისუუნარობის შესახებ ახალი კანონის სამუშაო ჯგუფის წევრი, რომელიც ჩამოყალიბდა  და მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIძ) მხარდაჭერით. ამჟამად, ნანა ამისულაშვილი ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის (BRIPA) თავმჯდომარეა.