მერაბ ვარძუკაშვილი

მერაბ ვარძუკაშვილი
ასისტენტი ორთოპედიისა და სპორტული მედიცინის მიმართულებით
მედიცინა

მერაბ ვარძუკაშვილს 2005 წელს მიენიჭა სამხედრო ექიმის კვალიფიკაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტის მიერ. 2006-2009 წლებში გაიარა რეზიდენტურა ორთოპედია-ტრავმატოლოგიაში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში. 2003 წლიდან აქვს ორთოპედია-ტრავმატოლოგიასა და სპორტულ მედიცინაში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება. 2015 წლიდან დღემდე არის კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯია“-ს ტრავმატოლოგი და სპორტული მედიცინის ექიმი, ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმი (2015 წლიდან) და საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი (2013 წლიდან). მას გავლილი აქვს საერთაშორისო და ადგილობრივი კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგკურსები. ამჟამად არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის დოქტორანტი. იგი არის ტრავმატოლოგთა და ორთოპედთა საერთაშორისო კავშირის, საქართველოს ტრავამტოლოგთა და ორთოპედთა ასოციაციის, ევროპის სპორტულ ტრავამტოლოგთა, მუხლის ქირურგთა და ართროსკოპისტთა ასოციაციის, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის წევრი.