მარინა კუნჭულია

მარინა კუნჭულია
ასოცირებული პროფესორი მხედველობის ფიზიოლოგიის მიმართულებით
მედიცინა

მარინა კუნჭულიას მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის აკადემიური ხარისხი ნორმალურ ფიზიოლოგიაში ივ. ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის მიერ (2003 წ.). 2010 წლიდან დღემდე ის არის ივ. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მხედველობის ფიზიოლოგიის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი. 2006 წელს იგი იყო ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ფიზიოლოგიისა და პათოფიზიოლოგის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი (გერმანია), ხოლო 2006-2007 წწ-ში - მანჰაიმის ცენტრალური ფსიქიატრიის ინსტიტუტის მოლეკულური ბიოლოგიის დეპარტამენტის მეცნიერ-თანამშრომელი (გერმანია). სხვადასახვა დროს იგი იყო ვიზიტორი მეცნიერი აბერდინის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის სკოლასა (დიდი ბრიტანეთი) და ტრენტოს უნივერსიტეტის ტვინის/აზროვნების ცენტრში (იტალია).