მარიამ ქუთათელაძე

მარიამ ქუთათელაძე
ასოცირებული პროფესორი რადიოლოგიის მიმართულებით
მედიცინა

1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ზოგადი მედიცინის ფაკულტეტი; 1994-1996 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიარა ინტერნატურის კურსი შინაგანი მედიცინის სპეციალობით; გავლილი აქვს ტრენინგები: „სრული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია თავიდან ფეხებამდე“ გრაცის საუნივერსიტეტო კლინიკის ზოგადი რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკის დეპარტამენტში (გრაცი, ავსტრია); ღია სამედიცინო ინსტიტუტის ზალცბურგის საერთაშორისო სამედიცინო სემინარები; 2001 წელს მიენიჭა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ; 2009 წლიდან არის ევროპის რადიოლოგთა საზოგადოების წევრი; 2009 წლიდან მუშაობს ქიმიოთერაპიისა და იმუნოლოგიის ცენტრ „მედულაში“-რენტგენოლოგად, „მედი ქლაბ ჯორჯიაში“ რენტგენოლოგად, „ავერსის“ კლინიკაში რენტგენოლოგად.