მარგალიტა გოგოლაძე

მარგალიტა გოგოლაძე
ასოცირებული პროფესორი ზოგადი ქირურგიის მიმართულებით
მედიცინა

მარგალიტა გოგოლაძეს 2017 წელს მინიჭებული აქვს მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ. იგი ფლობს სახელმწიფო სერტიკიფიკატებს ონკოლოგიასა და ზოგად ქირურგიაში. 2010 წელს გაიარა სტაჟირება ლაპარასკოპიულ ქირურგიაში ათათურქის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში (ანკარა, თურქეთი). მას სხვადასხვა კლინიკაში ზოგად ქირურგად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2015 წლიდან დღემდე არის ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ზოგადი ქირურგი, ონკოლოგი, ამავე დროს უკავია ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის პალიატიური მზრუნველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიცია. მარგალიტა გოგოლაძეს მრავალ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციაში აქვს მიღებული მონაწილეობა, ათამდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორია.