მამუკა ხვედელიძე

მამუკა ხვედელიძე
ასოცირებული პროფესორი ონკოჰემატოლოგიის მიმართულებით
მედიცინა

მამუკა ხვედელიძეს 2009 წელს მიენიჭა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ. 2005-2009 წლებში იგი მუშაობდა რადიობიოლოგიის და რადიაციული ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უჯრედის რადიობიოლოგიის და შიდსის ცენტრის კლინიკური იმუნოლოგიის ლაბორატორიებში მეცნიერ-თანამშრომლად. 2009-2011 წლებში იგი იყო პოსტდოქტორანტი მკვლევარი ვადსვორსის ცენტრში და მუშაობდა მოხალისედ ოლბანის სამედიცინო ცენტრში (ქ. ოლბანი, აშშ). 2013 წელს ამერიკის ჰემატოლოგთა ასოციაციის სტიპენდიით, როგორც ვიზიტორი მეცნიერი იმყოფებოდა პედიატრიული ონკოჰემატოლოგიის განყოფილებაში (პადოვას უნივერსიტეტი, იტალია), 2011-2013 წლებში კი იყო - „Cure2Children” ფონდის მკვლევარი. 2011 წლიდან ის არის მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ჰემატოლოგიისა და ონკოლოგიის დეპარტამენტის ექიმი. 2010-2011 წლებში იყო ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, 2013 წლიდან დღემდე არის პედიატრიული ონკოლოგიის საერთაშორისო ასოციაციის წევრი. 2007-2008, 2015 წლებში მოკლე კურსებით იგი იმყოფებოდა გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის და ჩეხეთის სამედიცინო ცენტრებში.