მაკა კუჭავა

მაკა კუჭავა
ასოცირებული პროფესორი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
ბიზნესი და IT

მაკა კუჭავას მინიჭებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი უელსის უნივერსიტეტის მიერ (დიდი ბრიტანეთი, 2010 წ), ასევე - მაგისტრის ორმაგი ხარისხი ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლისა და ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის მიერ (2014 წ). მას მოპოვებული აქვს მრავალი საერთაშორისო სტიპენდია, მათ შორის უკანასკნელი - ემორის უნივერსიტეტის (2016 წ). ბოლო პერიოდამდე მაკა კუჭავა ლონდონში იყო დამკვიდრებული, სადაც ის მუშაობდა საერთაშორისო კომპანიაში და ხელმძღვანელობდა სხვადასხვა ბიზნესპროექტს ევროპის, შუა აზიისა და დასავლეთ აფრიკის ქვეყნების მასშტაბით. მაკა კუჭავა ასევე არის ბიზნესსაკონსულტაციო კომპანიის დამფუძნებელი და ერთ-ერთი დირექტორი (ლონდონი). ამჟამად ის არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ბიზნესისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სკოლის დეკანი.