მაკა გონგაძე

მაკა გონგაძე
ასოცირებული პროფესორი მოლეკულური ბიოლოგიისა და გენეტიკის მიმართულებით
მედიცინა

2008 წლიდან არის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი თსსუ-ის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში; ბიოფიზიკის მაგისტრის ხარისხი მიენიჭა 2000 წელს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; საკანდიდატო დისერტაცია მოამზადა 2002-2003 წლებში თელ-ავივის უნივერსიტეტის საკლერის სამედიცინო სკოლაში და 2004 წელს მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტის სადისერტაციო საბჭოს მიერ; 2005 წელს მუშაობდა იენის ფრიდრიხ შილერის სახ უნივერსიტეტში; მიღებული აქვს გრანტები და ჯილდოები სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციისაგან.