მაკა გეგენავა

მაკა გეგენავა
ასოცირებული პროფესორი შინაგანი მედიცინის მიმართულებით
მედიცინა

მაკა გეგენავას მიენიჭა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ. ის ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატს შინაგან მედიცინაში. 2013 წლიდან იგი არის შპს. „ჯანმრთელობის ცენტრის“ ექიმი-თერაპევტი. 2007 წლიდან იგი ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 2010 წლიდან პრაქტიკოსი ექიმია. 2007 წელს იგი ეწეოდა ტორ ვერგატას რომის უნივერსიტეტში სამეცნიერო საქმიანობას. ის არის სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, მათ შორის: ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების წევრი, ევროპის გულ-სისხლძარღვთა პრევენციის და რეაბილიტაციის საზოგადოების წევრი, ევროპის მწვავე კარდიული მდგომარეობის მართვის სამუშაო ჯგუფის წევრი და ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების ელექტრო-კარდიოლოგიის სამუშაო ჯგუფის წევრი. ოცდაათამდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორია.