მადონა ჯუღელი

მადონა ჯუღელი
პროფესორი რეპროდუქტოლოგიისა და გინეკოლოგიის მიმართულებით
მედიცინა

მადონა ჯუღელს 2009 წელს მიენიჭა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი. გაიარა დიპლომისშემდგომი უწყვეტი პროფესიული განათლების სრული კურსი უმეოს საუნივერსიტეტო კლინიკაში (შევედეთი), ასევე უწყვეტი პროფესიული განათლების კურსი უფსალას საუნივერსიტეტო კლინიკაში (შვედეთი). 2010 წლიდან დღემდე არის საქართველოს კოლპოსკოპიის ფედერაციის პრეზიდენტი. 2016 წლიდან დღემდე - სამედიცინო კლინიკის „კარაპს მედლაინის“ საშვილოსნოს ყელის დაავადებათა პრევენციისა და მკურნალობის მიმართულების უფროსი. იგი წლების განმავლობაში იყო სხვადასხვა კლინიკის პრაქტიკოსი ექიმი გინეკოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის მიმართულებით. არის ოცამდე სტატიის ავტორი და თანაავტორი, საერთაშორისო და ადგილობრივი კონფერენციისა და სამეცნიერო კონგრესის მონაწილე.