ლუხუმ ჭანტურია

ლუხუმ ჭანტურია
პროფესორი ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის მიმართულებით
მედიცინა

ლუხუმ ჭანტურიას 2008 წელს მიენიჭა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი. გავლილი აქვს ოცამდე საერთაშორისო ტრენინგკურსი ავსტრიაში, იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და დიდ ბრიტანეთში. 2012-2014 წწ იყო კლინიკა „ავერსის” ტრავმატოლოგია-ორთოპედიის სამსახურის უფროსი, 2014 წლიდან დღემდე იგი არის კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ მწვავე ტრავმისა და ორთოპედიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2000 წლიდან სხვადასხვა კლინიკის მიწვეული პრაქტიკოსი ექიმია. 2014 წლიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მთავარი ექსპერტია ტრავმატოლოგია-ორთოპედიაში. აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. ათზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორია.