ლიტა სურმავა

ლიტა სურმავა
ასოცირებული პროფესორი საერთაშორისო სამართლის მიმართულებით
სამართლის სკოლა

ლიტა სურმავამ 2002 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთშორისო სამართლის ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით; მას მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ (საქართველო, 2013) და ევროპული სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი ევროკავშირის სამართალში სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მიერ (შვედეთი, 2005). მისი კვლევის სფეროებია: ევროკავშირის ინსტიტუციური სამართალი, კონკურენციის სამართალი, სამართლებრივი დაახლოება/ჰარმონიზაცია. მას მოპოვებული აქვს სხვადასხვა საერთაშორისო სტიპენდია, მათ შორის: შვედური ინსტიტუტის (შვედეთი), ლოძის უნივერსიტეტის (პოლონეთი) და სხვ.; ის იყო განვითარებისა და რეფორმების ფონდის (პრეზიდენტის ფონდი) სტიპენდიატი. ლიტა სურმავა ამჟამად არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი.

საკონტაქტო ინფორმაცია: lsurmava@newvision.ge