ლევან რატიანი

ლევან რატიანი
პროფესორი ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის მიმართულებით
მედიცინა

ლევან რატიანი არის მედიცინის დოქტორი. 2007-2011 წწ. იყო მკვლევარი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის მიმართულებით. 2010 წ. გაიარა ჯექსონის სახელობის კლინიკის (მაიამის უნივერსიტეტი, აშშ) შინაგანი მედიცინისა და კარდიოლოგიის კურსები. ამავე წელს იყო მაიამის უნივერსიტეტის პროექტის „ათეროსკლეროზული ფოლაქის სქესთან დაკავშირებული და გენდერ-სპეციფიკური თერაპიის“ მკურნალობის სქემაზე მომუშავე ჯგუფის წევრი. ლევან რატიანი 2008-2011 წწ. იყო ქალაქ თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი. 2011 წლიდან დღემდე არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პოსტდიპლომური უწყვეტი პროფესიული განვითარების აკრედიტირებული პროგრამის „პრეჰოსპიტალური გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მართვა საგანგებო სიტუაციების დროს“ ავტორი და პედაგოგი. 2010-2014 წ. იყო ბერიტაშვილის ექსპერიმენტალური ბიომედიცინის ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. 2011-2012 წწ. იყო სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის „ჯანმრთელი ქალის“ სამედიცინო დირექტორი. 2011-2014 წწ. იყო ო. ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრის ექიმ-რეანიმატოლოგი. 2012-2013 წწ. კ. ერისთავის ექსპერიმენტალური ქირურგიის ეროვნული ცენტრის რეანიმატოლოგი. 2014 წ. დღემდე არის ელიზაბედ ბლექველის ჰოსპიტალის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ლევან რატიანმა მიიღო ქალაქ თბილისის მერიის სიგელი 2008 წ. კონფლიქტის ზონაში, საომარი მოქმედებების დროს გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის. არის ორგანიზაცია „ჯანმრთელობა და ქალის“ დამფუძნებელი და წევრი (2009 წ), „ქრონიკული დაავადების მართვის ცენტრის“ დამფუძნებელი (2011 წ), 2013 წლიდან  ქალის სიცოცხლის შემსწავლელი საზოგადოების პრეზიდენტი. ლევან რატიანი ორმოცდაათამდე სამედიცინო სტატიის ავტორია; აგრეთვე 55-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე და ორგანიზატორი. არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის მიმართულებით.