ლევან ჭეიშვილი

ლევან ჭეიშვილი
ასისტენტი ბიომედიცინის მიმართულებით
მედიცინა

ლევან ჭეიშვილს მინიჭებული აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი ბიოფიზიკაში. მას ასევე დასრულებული აქვს სტომატოლოგიის ფაკულტეტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. Erasmus + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მან მოიპოვა სადოქტორო გრანტი კორუნას უნივერსიტეტში (ესპანეთი, 2016 წ). მას გავლილი აქვს რეზიდენტურა ორთოპედიულ სტომატოლოგიაში სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში (2009-2011 წწ). ამჟამად ის არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი განათლების მიმართულებით. ის კითხულობს ლექციების კურსს სამედიცინო ფიზიკასა და ბიოფიზიკაში. იგი მონაწილეა სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციისა და სემინარის, მათ შორის: სამაგისტრო ნაშრომის თეზისები წარდგენილი აქვს მაქს პლანკის კვლევით უნივერსიტეტში (პოტსდამი, გერმანია).