ლერი ლაფანაშვილი

ლერი ლაფანაშვილი
ასოცირებული პროფესორი გულ-სისხლძარღვთა ფიზიოლოგიის მიმართულებით
მედიცინა

ლერი ლაფანაშვილი არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულებით. გულ-სისხლძარღვთა ქირურგიაში ჩატარებული კვლევისთვის დაჯილდოებულია ალექსის კარელის სახელობის პრემიით (რომი, იტალია). 2007 წლიდან შვეიცარიული სამედიცინო კომპანია ლა-კორის დირექტორი და დამფუძნებელია (ვინტენთური, შვეიცარია). 1993-1999 წლებში იგი იყო კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის სამეცნიერო ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1980-1993 წლებში კი - ნ. ანთელავას სახელობის გულ-მკერდის ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მას მოპოვებული აქვს რვა პატენტი და არის ოცი სამეცნიერო სტატიის ავტორი. იგი ასევე ხელოვნური ორგანოების ევროპული ასოციაციის, გულისა და ფილტვის საერთაშორისო საზოგადოებისა და ანგიოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის წევრია.