ლამარა ქადაგიძე

ლამარა ქადაგიძე
ასოცირებული პროფესორი ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით
პოლიტიკა და დიპლომატია

ლამარა ქადაგიძეს მიენიჭა განათლების მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი 2004 წელს. მან უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია გაიარა განათლების ადმინისტრირების და ლინგვისტიკის დარგში ნებრასკის უნივერსიტეტში (ლინკოლნი, აშშ). ის არის რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო საზოგადოების „Kappa Delta Phi“-ს წევრი. მას გამოქვეყნებული აქვს სამოცი სამეცნიერო ნაშრომი უცხოური ენების სწავლების მეთოდიკის, პედაგოგიკის, განათლების ადმინისტრიებისა და ლინგვისტიკის სფეროში.