კორნელი კაკაჩია

კორნელი კაკაჩია
პროფესორი პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებით
პოლიტიკა და დიპლომატია

კორნელი კაკაჩია არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი 2015 წლიდან. იგი ფლობს დოქტორის აკადემიურ ხარისხს (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), იყო მკვლევარი ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ ფ. კენედის სახელმწიფო მართვის სკოლასა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში (აშშ). იგი ასწავლიდა თბილისის, ჰარვარდის, ბოსტონის, ჯონს ჰოპკინსისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში (აშშ), ასევე ოდესის (უკრაინა), კატანიის (იტალია) და ქვინსის უნივერსიტეტებში (კანადა). კორნელი კაკაჩია არის საერთაშორისო კვლევების ასოციაციის (ISA) წევრი, საქართველოს პოლიტიკური მეცნიერებების ასოციაციის გამგეობის წევრი და PONARS Eurasia-ს წევრი (ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი, ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, აშშ). ის მრავალი კვლევის, სტატიისა და წიგნის ავტორია, მათ შორის: "International System since Westphalia up to the End of Bipolar System" (2014), "Georgian Foreign Policy: Quest for Sustainable Security" (2013), "Role of Social Networks in Georgian Party Politics" (2013).

 

კონტაქტი: kkakachia@newvision.ge