ქეთევან ღამბაშიძე

ქეთევან ღამბაშიძე
ასოცირებული პროფესორი პათოლოგიის მიმართულებით
მედიცინა

ქეთევან ღამბაშიძე არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. 2006-2010 წწ. იყო საქართველოს განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ექსპერტი. 2007-2009 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი. 2009-2010 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის სპეციალისტი. 1994-2012 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის სამეცნიერო ნაწილის ხელმძღვანელი. 2009 წლიდან დღემდე არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. 2012 წლიდან თსსუ-ის ცხოველებზე წარმოებული კვლევის კომიტეტის თავმჯდომარე. ქეთევან ღამბაშიძე ასევე არის საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის, საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის (GAACI), სამედიცინო ონკოლოგიის ევროპული ასოციაციის (ESMO), კიბოს იმუნოთერაპიის კონსორციუმის (CRI/CIC), ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს პათოფიზიოლოგთა საზოგადოების წევრი.