კახი ყურაშვილი

კახი ყურაშვილი
პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით
სამართლის სკოლა

კახი ყურაშვილს მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საქართველო), აგრეთვე იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი (სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სწავლულ ექსპერტთა საბჭოს მიერ, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე. იგი იყო სსიპ - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი. 2009-2010 წწ; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი. 2010-2013 წწ. - საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარე. იგი ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.