ირინა ანდრონიკაშვილი

ირინა ანდრონიკაშვილი
ასოცირებული პროფესორი შინაგანი მედიცინის მიმართულებით
მედიცინა

ირინა ანდრონიკაშვილს მინიჭებული აქვს მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი კარდიოლოგიაში (1998 წ). 1999-დან დღემდე იგი არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ფარმაკოიმუნოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. წინა წლებში იგი მუშაობდა ამავე ინსტიტუტის უფროს ლაბორანტად და უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. მას მოპოვებული აქვს ათზე მეტი სამეცნიერო გრანტი და არის ოცამდე სამეცნიერო სტატიის ავტორი.