ირაკლი ზაქარიაძე

ირაკლი ზაქარიაძე
ასოცირებული პროფესორი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
ბიზნესი და IT

ირაკლი ზაქარიაძეს მიენიჭა დოქტორის ხარისხი სოფლის მეურნეობის ეკონომიკასა და მენეჯმენტში, ასევე მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში არკანზასის უნივერსიტეტში (1995, ფეიეტვილი, აშშ). 2007 წლიდან დღემდე ის ოზარქსის კოლეჯის ბიზნესის სკოლის დეპარტამენტში (მისურის შტატი, აშშ) კითხულობს ლექციების კურსს მაკროეკონომიკაში, საერთაშორისო ბიზნესში, საერთაშორისო მენეჯმენტსა და საერთაშორისო მარკეტინგში. იგი ამავე კოლეჯის ეკონომიკის პროექტების მენეჯერია. 2004-2007 წლებში ის იყო ჯონ ბრაუნის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. 2001-2003 წლებში კი - არკანზასის უნივერსიტეტის მკვლევარი და კითხულობდა სამაგისტრო პროგრამის სალექციო კურსს მენეჯმენტსა და სტატისტიკის ანალიზში. 1999-2000 წლებში ის იყო ბრაიან ფუდსის საერთაშორისო მარკეტინგის მენეჯერი. 1995-1999 წლებში ის ასევე მუშაობდა ჰუდსონ ფუდსის კომპანიაში საერთაშორისო ბიზნესის მენეჯერად.