ილია ლაზრიშვილი

ილია ლაზრიშვილი
პროფესორი ნეიროტოქსიკოლოგიის მიმართულებით
მედიცინა

ილია ლაზრიშვილს მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი ივ. ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის მიერ (1990 წელს). 1974-1985 წლებში იგი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1985-2006 წლებში ამავე ინსტიტუტის ტვინის ულტრასტრუქტურის კვლევის (ფუნქციური ნეიროანატომია) ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ხოლო - 2009-2010 წლებში სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის ნეიროანატომიის განყოფილების ხელმძღვანელი. 2013 წლიდან დღემდე არის ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ნეიროტოქსიკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელია. 2012-2014 წლებში იგი იყო უკრაინის სამეცნიერო ტექნიკური ცენტრისა და საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი პროექტის „მთელი სხეულის ჰიპერთერმიით გამოწვეული ქცევითი დარღვევების მექანიზების ანალიზის“ კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი. ის არის ხუთი სახელმძღვანელოს ავტორი ბიოლოგიასა და ჰისტოლოგიაში, ასევე “International Brain Research organization”-ის, “Sigma Xi, The Scientific Research Society”-ისა და სხვა სამედიცინო სამეცნიერო საზოგადოებების წევრი.