ია ნაცვლიშვილი

ია ნაცვლიშვილი
ასოცირებული პროფესორი მენეჯმენტის მიმართულებით
ბიზნესი და IT

ია ნაცვლიშვილი ფლობს ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის აკადემიურ ხარისხს, რომელიც გათანაბრებულია დოქტორის აკადემიურ ხარისხთან.

1989 წელს წარჩინების დიპლომით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, ფსიქოლოგია-ფილოსოფიის მასწავლებლის სპეციალობით.

1990-1993 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დოქტორანტურაში, სოციოლოგიის სპეციალობით. 1993–1996 წლებში - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, ბანკებისა და ფინანსების სპეციალობაზე, რომელიც დაამთავრა წარჩინებით; ხოლო 2004–2005 წლებში - ნებრასკის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების კოლეჯში ეკონომიკის ფაკულტეტზე (ლინკოლნი, ნებრასკა, აშშ).

 

კონტაქტი: inatsvlishvili@newvision.ge