გოჩა ფირცხალაიშვილი

გოჩა ფირცხალაიშვილი
ასოცირებული პროფესორი ენდოსკოპიის მიმართულებით
მედიცინა

გოჩა ფირცხალაიშვილს 2006 წელს მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ. 2014 წლიდან დღემდე ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ექიმი-ენდოსკოპისტია. მას თბილისსა და მოსკოვში ექიმ-ენდოსკპისტად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 1989-90 წლებში მერვე კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-ქირურგი იყო, 1993-1994 წლებში - მოსკოვის ი. სკლიფასოვსკის სახელობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექიმი-ენდოსკოპისტი. 1994-1996 წლებში ქ. მოსკოვის ვეტერანთა ჰოსპიტლის ექიმი-ენდოსკოპისტი. 1996-2002 წლებში მოსკოვის მესამე ინფექციური საავადმყოფოს ენდოსკოპიური განყოფილების გამგე. 2004-2014 წლებში ქ.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი კლინიკის ენდოსკოპიური განყოფილების გამგე. იგი ოცზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორია.