გიორგი სოფრომაძე

გიორგი სოფრომაძე
ასისტენტი სამედიცინო სამართლის მიმართულებით
სამართლის სკოლა

გიორგი სოფრომაძეს მინიჭებული აქვს სამართლის ბაკალავრის ხარისხი თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ, ხოლო სამართლის მაგისტრის ხარისხი - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მიერ. ამჟამად, არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის დოქტორანტი და მუშაობს დისერტაციაზე ჯანდაცვის სამართლის მიმართულებით. სამაგისტრო ნაშრომი დაცული აქვს პაციენტის პერსონალური მონაცემების ხელშეუხებლობაზე. იგი ორი წლის განმავლობაში მუშაობდა აკ. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში იურისტად, ხოლო 2016 წლიდან დღემდე არის ფრანგული ბრენდის „აკორ ჰოტელზში“ შემავალი სასტუმროებისა და მათი პარტნიორი ობიექტების  იურისტი ქ. თბილისის მასშტაბით.