გიორგი ჩიჩუა

გიორგი ჩიჩუა
პროფესორი ოფთალმოლოგიაში
მედიცინა

გიორგი ჩიჩუას მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი ოფთალმოლოგიაში თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ (2003 წელი). 2010 წელს მან გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გრაცის თვალის საუნივერსიტეტო კლინიკაში (ავსტარია) და ქ. დორტმუნდის ცენტრალურ კლინიკაში. 2000-2001 წლებში კი - დოქტორანტურა ქ. მიუნსტერის თვალის საუნივერსიტეტო კლინიკაში (გერმანია). 1997-1999 წლებში იგი იყო DAAD-ის სტიპენდიანტი ქ. ტიუბინგენის თვალის სნეულებათა საუნივერსიტეტო კლინიკაში (გერმანია). 2011 წლიდან დღემდე ის არის შპს. „ჩიჩუების თვალის კლინიკა „მზერის“ დირექტორის მოადგილე. 2001-2011 წლებში იგი თვალის სნეულებათა კლინიკა „მზერას“ ხელმძღვანელობდა. 2004 წლიდან ის არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი-ოფთალმოლოგი. იგი რამდენიმე ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების წევრია, მათ შორის: საქართველოს ოფთალმოლოგთა ასოციაციის გამგეობის წევრი, საქართველოს სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაციის გამგეობის წევრი, ევროპის ვიტრეორეტინული საზოგადოების წევრი.