გიორგი ბახტურიძე

გიორგი ბახტურიძე
ასისტენტი ჯანმრთელობის პოლიტიკის მიმართულებით
მედიცინა

გიორგი ბახტურიძეს მიენიჭა ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი ჯანმრთელობის ხელშეწყობაში ბერგენის უნივერსიტეტის (ნორვეგია) მიერ 2010 წელს. ამავე უნივერსიტეტში მან 2011-2015 წლებში გაიარა დოქტორანტურის კურსი და მის ფარგლებში - სამეცნიერო სტაჟირება ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტში (2012 წელს), ასევე - ჯონ ჰოპკინსის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლაში გლობალური თამბაქოს კონტროლის ლიდერთა კურსი (2015 წელს). 2003-2015 წლებში ხელმძღვანელობდა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრს. 2005-2015 წლებში იყო საქართველოს ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდის თავმჯდომარე, ხოლო 2010-2012 წლებში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიუროს კონსულტანტი. ის არის ათამდე საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო პროექტის მონაწილე, მკვლევარი და ხელმძღვანელი; მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციაში, არის ათამდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი.