გიორგი ბაქრაძე

გიორგი ბაქრაძე
ასოცირებული პროფესორი ონკოლოგიური კოლოპროქტოლოგიის მიმართულებით
მედიცინა

გიორგი ბაქრაძეს 2005 წელს მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ. ის ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატს ონკოლოგიური ქირურგიის სპეციალიზაციით. 2016 წლიდან ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის კოლოპროქტოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელია. 2005-2010 წლებში იყო ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის კოლოპროქტოლოგიური განყოფილების ექიმი, ხოლო 2010-2011 წლებში ამავე განყოფილების გამგე. 2011-2013 წლებში ეკავა ამავე ცენტრის აბდომინური და კოლოპროქტოლოგიური განყოფილების უფროსის თანამდებობა. 2013-2016 წლებში ხელმძღვანელობდა მ. აბელოფის კიბოს კვლევის ცენტრის ონკოლოგიური მიმართულებას. იგი არის არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.