გია ტარიელაძე

გია ტარიელაძე
ასისტენტ-პროფესორი კერძო სამართლის მიმართულებით
სამართლის სკოლა

გია ტარიელაძეს მიენიჭა სამართლის ბაკალავრისა და მაგისტრის აკადემიური ხარისხები ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. ამჟამად, ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია. ის არის შპს „მელივესა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი. 2017-2018 წლებში იყო შპს „სისი კონტინენტალ სითი კაპიტალის“ დირექტორი. 2015-2017 წლებში განაგებდა შპს „სისი ლოუნის“ სამეთვალყურეო საბჭოს. 2012-2015 წლებში იყო შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კონტინენტალ სითი კრედიტის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი. 2010-2012 წწ. იგი მუშაობდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (სტრატეგიული განვითარებისა და იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტი – მთავარი სპეციალისტი; სტრატეგიული განვითარებისა და მართვის დეპარტამენტი, იურიდიული სამმართველო – სამმართველოს უფროსი; სტრატეგიული განვითარებისა და მართვის დეპარტამენტი – დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; იურიდიული დეპარტამენტი – დეპარტამენტის უფროსის მოადგილე); 2009-2010 წწ. მუშაობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (იურიდიული დეპარტამენტი – მთავარი სპეციალისტი; იურიდიული დეპარტამენტი – უფროსი სპეციალისტი); 2012 წლიდან კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 2009 წლიდან – ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, კერძო სამართლის მიმართულებით; ის არის საქართველოს იურისტთა ასოციაციის წევრი 2012 წლიდან (მიმართულება – კერძო სამართალი).

საკონტაქტო ინფორმაცია: gtarieladze@newvision.ge