ეკატერინე კლდიაშვილი

ეკატერინე კლდიაშვილი
პროფესორი მოლეკულური ბიოლოგიისა და გენეტიკის მიმართულებით
მედიცინა

ეკატერინე კლდიაშვილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული აქვს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მაგისტრის აკადემიური ხარისხი ბიოლოგიაში უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალობით (1995წ.) და ბიოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი ჰისტოლოგიაში, ციტოლოგიასა და ემბრიოლოგიაში (2003წ.); იგი არის საქართველოს ტელემედიცინის კავშირის (ასოციაციის) აღმასრულებელი დირექტორი; ხელმძღვანელობდა შპს „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ მოლეკულური პათოლოგიისა და ადრეული დიაგნოსტიკის ცენტრს, რუსთაველის სამეცნიერო ფონდის (2013-2016), 700 for Science მიერ დაფინანსებულ პროექტებს, IncoNet აღმოსავლეთ პარტნიორობის ტვინინგის პროექტებს, ტელემედიცინის საპილოტე ღონისძიებებს, საქართველოს ტელემედიცინის კავშირის (ასოციაციის) მთელ საქმიანობას, აგრეთვე ელექტრონული ჯანდაცვის ქსელის შექმნას საქართველოში. ეკატერინე კლდიაშვილის ხელმძღვანელობით განხორციელდა NATO-ს ქსელური ინფრასტრუქტურის და BSEC-ის პროექტები. საქართველოს ტელემედიცინის კავშირში (ასოციაციაში) გაწევრიანებამდე, იგი მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ცენტრალური კლინიკის პათოლოგიის განყოფილებაში, სადაც შექმნა და ხელმძღვანელობდა ელექტრონული მიკროსკოპიის ლაბორატორიას. მან გაიარა სპეციალური კურსები: ავთვისებიან სიმსივნეთა ციტოლოგიურ დიაგნოსტიკაში (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ონკოლოგიის განყოფილება, თბილისი, საქართველო, 2002 წ.) და გინეკოლოგიური ციტოლოგიის დიაგნოსტიკისთვის სითხეზე დაფუძნებული ციტოლოგიის მეთოდის გამოყენების საკითხზე (კომპანია „ჰოლოჯიკი“, რომი, იტალია, 2014წ.). მას წარდგენილი აქვს პრეზენტაციები საქართველოს ტელემედიცინის კავშირის (ასოციაციის) საქმიანობისა და პროექტების შესახებ Med-e-Tel-ზე (2004წ. 2005წ. 2006წ. 2008წ. 2010წ.), ტელემედიცინის კვირეულზე (2005წ., ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტი, ანტვერპენი, ბელგია), ტელემედიცინის მეორე საერთაშორისო სემინარზე (უკრაინა, 2006წ.), ტელემედიცინის კონფერენციაზე სამხრეთ აფრიკაში (2006წ.), მე-2 საერთაშორისო კონფერენციასა და გამოფენაზე პათოლოგიაში (2013წ. აშშ), პათოლოგიის კონგრესზე და კონფერენციაზე (2014წ. 2015 წ. დიდი ბრიტანეთი).