ეკატერინე ქათამაძე

ეკატერინე ქათამაძე
ასისტენტ-პროფესორი ფინანსების მიმართულებით
ბიზნესი და IT

1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. 2006-2009 წლებში სწავლობდა ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (ატლანტა, ჯორჯია) და კავკასიის ბიზნეს სკოლის (თბილისი, საქართველო) ერთობლივ სადოქტორო პროგრამაზე. 2010 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტი ფინანსების მიმართულებით. 2009 წლიდან დღემდე მუშაობს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ბიზნესსაბჭოში წევრ-კონსულტანტად. 2010 წელს მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემური ანალიზისა და კვლევის დეპარტამენტის უფროსად. 2009 წლიდან არის ფონდ „გეოედუკონსალტინგის“ დამფუძნებელი, ექსპერტ-კონსულტანტი, „ჯი-ი-სი დეველოფმენტის“ პარტნიორი, კონსულტანტი. 2010 წლიდან კითხულობს ლექციებს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. 

კონტაქტი: ekatamadze@newvision.ge