ეკატერინე ჯაიანი

ეკატერინე ჯაიანი
პროფესორი მიკრობიოლოგიის მიმართულებით
მედიცინა

ეკატერინე ჯაიანს მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის აკადემიური ხარისხი გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მიერ 2004 წელს. 2000 წლიდან იგი არის ამავე ინსტიტუტის თანამშრომელი, ამასთან 2014 წლიდან დღემდე - მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. 2013-2014 წლებში იგი იყო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის წყლის მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. მას გავლილი აქვს სტაჟირება ევროპის ქვეყნების კვლევით დაწესებულებებსა და სამეცნიერო ლაბორატორიებში, მათ შორის: შტუტგარტის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ინსტიტუტში (შტუტგარტი, გერმანია), უელსის უნივერსიტეტის უჯრედული ბიოლოგიის ლაბორატორიაში (კარდიფი, უელსი), ზღვის ბიოტექნოლოგიის ცენტრში (ბალტიმორი, აშშ) და ა.შ..